ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა შემუშავდა

19/07/2017

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად, კახეთის რეგიონში ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებს და ვეტერინარებს წარუდგინეს ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება მაქსიმალურად მოკლე დროში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0