ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა მეცხოველეობის განვითარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, რუთ ჰუბერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შვეიცარიის განვითარების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთი პროექტის ფინანსური მხარდამჭერია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა მეცხოველეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, სურსათის უვნებლობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სოფლის განვითარების პროექტების თანადაფინანსება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. რუთ ჰუბერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვეიცარიის განვითარების სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროების მხარდაჭერას. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.

Visited 53 times, 1 visit(s) today