ძალიან საინტერესო საქმეს დავუდეთ სათავე

22/01/2018

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთან. განვიხილეთ ზამთრის სპორტის სახეობებისა და სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა საქართველოში. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად განიხილავს განვითარების პერსპექტივებს.
საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა. ამისთვის გვჭირდება სტრატეგია, განვითარების გეგმა და ამ გეგმის შესაქმნელად ჩამოვა სწორედ ეს ჯგუფი საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო საქმეს დავუდეთ სათავე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფთან ერთად გავაკეთებთ ძალიან ამბიციურ გეგმას და უკვე გვექნება სამოქმედო გეგმა ყოველწლიური ქმედებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0