ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

06/03/2017

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე არსებული ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დღეს სართულშუა გადახურვის ფილის დაბეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან 636 890 ლარით დაფინანსდა. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. ძალოსნობის დარბაზის მშებელობა გამგებლის მალხაზ ბაზაძის ინიციატივით დაიწყო, პროექტის განხორციელება საჩხერის მუნიციპალიტეტში ძალოსნობის პოტენციალის ხელშეწყობას და სპორტის ისტორიის განვითარებას ემსახურება მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0