ძველ თბილისში ავარიული სახლების რემონტი მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კრწანისის გამგეობა ძველ თბილისში ავარიული სახლების კაპიტალურ შეკეთებას განაგრძობს. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, კონსტრუქციული ელემენტების გაძლიერების სამუშაოები უტარდება ლადო ასათიანის ქ.№20-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. მიმდინარეობს საძირკვლისა და შუა კედლისის გამაგრება ფოლადის გარსაკარით. მომდევნო ეტაპზე დაიწყება სახლის დაზიანებული ფასადის მოპირკეთება. სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობას შენარჩუნებული ექნება პირველადი სახე, რომელიც მიესადაგება იმდროინდელ არქიტექტურულ სტილს.სარემონტო სამუშაო ერთი თვის წინ დაიწყო და ივნისში დასრულდება. აღნიშნულ სახლში 14 ოჯახი ცხოვრობს. ასათიანის ქუჩაზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი.

Visited 267 times, 1 visit(s) today