ძველ ხიბულამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზაზე, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქანთარიოს უბანში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება. ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე დაგეგმილია რამდენიმე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია: საქვარაიოს უბანში იგეგმება, 1.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, საღურწკაიო-საკონჯარიოს გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის და საღურცკაიო-ჭაქვინჯის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო ნარაზენი-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე 1.1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე, დეპარტამენტის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და ძველ ხიბულაში, სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთები საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად ტექნიკურად შეაფასეს. ძველი ხიბულის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.

Visited 103 times, 1 visit(s) today