ძვირფასო თანამოქალაქენო, გილოცავთ ქართული ენის დღეს

,,ძვირფასო თანამოქალაქენო, გილოცავთ ქართული ენის დღეს,
ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინაიდან იგი შეგვახსენებს უდიდეს თავგანწირვას ქართული ენის და მაშასადამე, ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის საქმეში.
ჩვენმა ქვეყანამ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლით შესძლო ის, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ ისტორიულად იგი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი ჩვენ არ ვამბობთ უარს ვიყოთ ამ ღირებულებების ერთგულნი. მაშინაც კი როდესაც მტრის უღელქვეშ საუკუნეები გვიხდებოდა ცხოვრება ქართული ენა იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება.
მივესალმები ყველა ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და შევახსენებ, რომ ჩვენ ორი სამშობლო გვაქვს ერთი სამშობლო ჩვენი საქართველოა, ხოლო მეორე სამშობლო ქართული ენაა, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც რუსთაველის, ილიას, ვაჟას, გალაქტიონის და კიდევ მრავალი გენიოსის ენად იცნობს დანარჩენი მსოფლიო. მე მინდა ყველა პედაგოგს და მოსწავლეს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო მრავალი მწვერვალის დაპყრობა.”-ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე.

Visited 181 times, 1 visit(s) today