ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა საგრძნობლად დააზიანა „ხულო-ბაბანურის“ წყალსადენის სათავე ნაგებობა

26/10/2017

ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა საგრძნობლად დააზიანა „ხულო-ბაბანურის“ წყალსადენის სათავე ნაგებობა, რის გამოც შეფერხება შეიქმნა დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლებზე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. აქტიურ სამუშაოებს არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. წყლის სათავე ნაგებობაზე აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზაზა აბულაძესთან ერთად ესწრებოდა.
ამ ეტაპზე პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და დღეიდან დაბის მოსახლეობას წყალი მხოლოდ მცირედი შეზღუდვებით მიეწოდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0