ძლიერი წვიმის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი ხიდი ნაწილობრივ დაზიანდა

08/12/2017

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდში, ძლიერი წვიმის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი ხიდი ნაწილობრივ დაზიანდა. ხიდზე შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა, თუმცა ქვეითები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. სოფელ გადიდში ასევე, არსებობს მეორე შემოვლით გზა, რომელიც მოსახლეობას ცენტრთან აკავშირებს.
მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ვითარებას ეცნობიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს დავით გორდელაძესთან და ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0