ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროში პრობლემები შექმნა

25/12/2017

ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროში პრობლემები შექმნა. ცენტრალურ ტრასაზე მოგლეჯილია ხეები, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ღამის განმავლობაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად კი, დილიდან მუშაობა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0