ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედაგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატბორა: ბანძაში, ჭყონში, სალხინოში, ტალერში, ვედიდკარში, თამაკონში. ძლიერმა წვიმამ შიდა გზები და სანიაღვრე არხები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხუნწში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ჩამოინგრა რომან თოფურიას საცხოვრებელი სახლი, ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. დაზარალებულებს საცხოვრებელ ფართს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია უქირავებს.
ადგილობრივი ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და სახემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები. მარტვილში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება, პარალელურად კი ზარალის დამთვლელი კომისია იმუშავებს.

Visited 178 times, 1 visit(s) today