“წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” – პრეზიდენტის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო

15/08/2017

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ვიდეო-კონსტიტუცია ჩაიწერება. პროექტის პირველი ჩანაწერი პრეზიდენტმა ბაზალეთზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, პროექტი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.
“წაიკითხე კონსტიტუცია მთელს საქართველოსთან ერთად“- ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი და დღეს ამ კამპანიის პირველი მონაწილეც თავად იყო. ეს კამპანია საშუალებას აძლევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაიკითხონ კონსტიტუციიდან გარკვეული ფრაზა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ცნობადობა კონსტიტუციის მიმართ და ინტერესი კონსტიტუციისადმი არის მუდმივად მზარდი, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელს. მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება უნდა იყოს ჩართული საკონსტიტუციო პროცესში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ელექტრონული პროგრამის საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქეს სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნება ჩაწეროს ვიდეოფრაგმენტი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციიდან, რისთვისაც საჭიროა მომხმარებელი შევიდეს ინტერნეტგვერდზე: www.constitution.ge და ჩაწეროს კონსტიტუციიდან ფრაზა, რომელსაც პროგრამა უკარნახებს. კონსტიტუციის სრული ვიდეოჩანაწერი კონსტიტუციის დღეს 24 აგვისტოს აიკინძება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0