წალენჯიხაში ფერომენებისა და მავნებლის მოსაზიდი ხაფანგის გაცემა დაიწყო

28/09/2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობისთვის პრეპარატებისა და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგის) გაცემა დაიწყო. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0