წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს კომისია ითვლის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გადაუღებელი წვიმების შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ადიდებულმა ღელეებმა დააზიანა სავალი გზის ნაწილი, დაიმეწყრა შიდა გზა ქალაღალის ტერიტორიაზე. დაიტბორა სახნავ-სათესი მიწის ფართობები. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზიანებულ უბნებში იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სწავლობს ზარალის ოდენობას და შესაბამისად მოხდება ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.

Visited 140 times, 1 visit(s) today