წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალაქის შიდა ქუჩები და ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები დააზარალა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძლიერი წვიმამ შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქალაქის შიდა ქუჩები და ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები დააზარალა. წყალმა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და გზები დატბორა. უხვმა ნალექმა წალენჯიხის, საჩინოს, მუჟავას, ჯგალის, ნაკიფუს, ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულებში დააზიანა ასევე ხიდ-ბოგირები, ჩამორეცხა გზები.
ვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ზარალს სტიქიის შემსწავლელი კომისია ითვლის.

Visited 93 times, 1 visit(s) today