წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

14/02/2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ და მერის მოადგილე ცოტნე შონიამ ქალაქ წალენჯიხაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი, ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, დამონტაჟდება ცენტრალიზებული გათბობა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ასრულებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0