წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები იწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები იწყება. 1 779 770 ლარის ღირებულების პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, რომელიც მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება. მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სამუშაოები ადგილზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად დაათვალიერეს. წალკის ცენტრში უკვე დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა ასფალტის საფარის, სანიაღვრე არხებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის პროექტი, რომელიც 633 772 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. დასრულების ეტაპზეა წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები – პროექტის ღირებულება 1 698 930 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

Visited 92 times, 1 visit(s) today