წალკის მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა

31/12/2023

წალკის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა. არისტოტელეს ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართა. მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა და ცხელი შოკოლადი. ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყო სხვადასხვა აქტივობა, მათ ჰქონდათ საშუალება ადგილზე დაემზადებინათ საახალწლო სათამაშოები, ასევე შეხვდნენ თოვლის ბაბუას და მიიღეს საჩუქრები. დღის ბოლოს გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ანსამბლმა „შვიდკაცამ“ და ბენდმა „გუფი ლენდი“ მიიღეს. საახალწლო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0