წაღვერის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

01/11/2017

ზამთრისათვის მზადების პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წაღვერში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 1500-მდე აბონენტის ენერგომომარაგება წაღვერში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში აშენდა ახალი საჰაერო გადამცემი ხაზი, შეიცვალა ამორტიზირებული საყრდენები და ჩაიდო მიწისქვეშა საკაბელო ქსელი. ამჟამად საყრდენების შეცვლის პროცესი კვლავ გრძელდება. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბრის 10 რიცხვამდე.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის ქსელში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0