წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში სოციალური საწარმო გაიხსნა

27/10/2017

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში სოციალური საწარმოს პრეზენტაციას დაესწრნენ.
სოციალური საწარმო „იკორთა“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ 23 720 ლარით დაფინანსდა. პროექტის მიზანს მინანქრის საწარმოს ეკონომიკური გაძლიერება, დევნილი ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება და დასაქმება წარმოადგენდა.
დაფინანსების შედეგად, საწარმო საჭირო ტექნიკითა და ნედლეულით აღიჭურვა. მინანქრის ოსტატმა 6 ახალგაზრდას, რომლებიც შემდგომ საწარმოში დასაქმდნენ, სასწავლო კურსი ჩაუტარა. პროექტის ფარგლებში, „იკორთას“ მიერ ბრენდირებული 4 პატარა და 5 დიდი ვიტრინა თბილისისა და მცხეთის სხვადასხვა სასუვენირო მაღაზიებში განთავსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0