წიაღის შესახებ ინფორმაციული ფონდები ციფრული, საჯარო და უფასო გახდება

25/01/2018

სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა წიაღის მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს, სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი რეფორმის ერთ-ერთი შედეგი იქნება.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ხელთ არსებული ინფორმაციული ფონდები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულს შეეხება, გადავა ციფრულ ფორმატში და მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს აღნიშნული ინფორმაცია ფასიანი და შესაბამისად, ბიზნესს მასთან წვდომა შეზღუდული აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0