წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი დააკავეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 1-ლი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული იასარ ო. დააკავეს.
იასარ ო.-ს ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 149/1-ა-ც-ე, 35/2-ე, 62-ე, 62/1-ე, 53/1-ე, 53/2-ე, 13/1, 59-ე, 62/1-ე, 456-ე, 456/2-ე, 457/1-ე, 71-ე, 86/2-ე, 125/1-ე, 29-ე, 58/2 ბ-ე და 58/6-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს: შეიარაღებულ ძარცვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება.
ამჟამად იასარ ო.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Visited 149 times, 1 visit(s) today