წითელი ჯვრის ორგანიზაციამ საჩხერელი ბავშვები დააჯილდოვა

02/03/2016

საერთაშორისო წითელი ჯვრის საზოგადოების და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2–ე და ჭორვილის საჯარო სკოლების მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. ჟენევაში, ქალაქ სვიტზერლანდში გამართულ კონკურსში, საჩხერელმა ბავშვებმა პროექტით „კატასტროფების მართვა“ გაიმარჯვეს.

ქართველი მოსწავლეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, საჩხერის რაიონული ორგანიზაციის წევრი მოხალისეები არიან. ისინი საჩხერეში წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციასთან ერთად წვრთნებს „როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციის დროს“ პერიოდულად გადიან.

საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში ოც კაციან მოხალისეთა ჯგუფს პრაქტუკულ და თეორიულ წვრთნებს პერმანენეტულად ატარებს.

პროექტში აქტიურადაა ჩართული წითელი ჯვრის მოხალისე ბავშვები. უახლოეს წარსულში მათ ბაკურიანში წარჩინების სიგელები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელით გადაეცათ. წარჩინების სიგელი გადაეცა ასევე საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქეთევან ფალავანდიშვილს, რომელსაც ასევე კატასტროფების მართვის ოფიცრის წოდება აქვს მინიჭებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0