წითელსოფლის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

24/05/2019

ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში წითელსოფლის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მერის წარმომადგენლის, ედიშერ საძაგლიშვილის თქმით, 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტით გათვალისწინებულია: შენობაში ცენტრალური გათბობის გაკეთება, ელექტოენერგიისა და წყლის შეყვანა, სველი წერტილების და საშხაპე ადგილების მოწყობა, ახალი კარ-ფანჯრის ჩასმა და გალესვითი სამუშაოები. სოფლის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, დარბაზი ჭიდაობა-ძიუდოს ტრადიციის განვითარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „გალაქსი1“ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0