წინანდალში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თელავის მუნიციპალიტეტის წინანდალის ადმინისტრაციულ ერთეულში,ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.დღეს,ინფრასტრუქტურული სამუშაოები თვითმმართველი თემის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა – გიორგი კოჭლოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა – დავით ქსოვრელიშვილმა დაათვალიერეს.
როგორც ჩვენთან საუბრისას გიორგი კოჭლოშვილმა აღნიშნა: “აღსანიშნავია,რომ მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა აშენებულიყო დამატებით კიდევ ერთი საბავშვო ბაღი,ამჟამად მიმდინარეობს ბაღის მშენებლობა,სადაც 2 ჯგუფი გაიხსნება და დაახლოებით 60 აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი”.
დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით: ” ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 94 576 ლარი .აღსანიშნავია,რომ სამუშაოებზე 20 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული,საბავშვო ბაღის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება”.

Visited 195 times, 1 visit(s) today