წმინდა დიდმოწამე დედოფალი ქეთევანის წმინდა ნაწილი ლაგოდეხის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარშია

06/10/2017

წმინდა დიდმოწამე დედოფალი ქეთევანის წმინდა ნაწილი, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ და მღვდელმსახურებმა მოაბრძანა. ტაძარში წმინდა ქეთევან დედოფლის პარაკლისი აღევლინა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც დაესწრო.
5-6 ოქტომბერს, 22:00 – 07:00 საათამდე, ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახურები პარაკლისს აღავლენენ. ლუსკუმას წმინდანის ნაწილით ხვალ, 10:00 საათზე ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ.
დიდმოწამის, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ინდოეთიდან დროებით 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0