წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

22/05/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე მოადგილეებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია და და კახეთში სახელწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან და მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლზ ჯანიაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ქარსელაძე ქედების ზონასა და ოზაანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. აღინიშნა, რომ წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და ახლო მომავალში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0