წყალტუბოს მერი სასტუმროებში უსაფრთხოების წესებით დაინტერესდა

28/11/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი – გრიგოლ იოსელიანი დღეს წყალტუბოში მოქმედ სასტუმროებს ეწვია და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაინტერესდა. TSKALTUBO PLAZA” ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, ოთხსართულიანი შენობა 150 ადამიანზეა გათვლილი. როგორც გენერალურმა მენეჯერმა ლიკა დავითაშვილმა მერს განუმარტა, შენობაში არის საევაკუაციო კიბე, ყველა სართულზე არის ცეცხლმაქრი, ჩართულია ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც კვამლზეც რეაგირებს. სასტუმროში არის დაწვიმების სისტემაც. „ ჩვენს სასტუმროში სრულად დაცულია უსაფრთხოების ნორმები. საევაკუაციო გეგმა დერეფნებში და ნომრების კარებზეც არის გაკრული, სულ ახლახანს გადავამზადეთ ჩვენი დაცვის თანაშრომლები და ტექ-პერსონალიც მსგავს სიტუაციეებში თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანების გამოყვანა“ – განაცხადა სასტუმროს TSKALTUBO PLAZA”-ს გენერალურმა მენეჯერმა. წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, სასტუმრო „პრომეთეს“ უსაფრთხოების ნორმებიც მოიკითხა და შენობა დაათვალიერა. „პრომეთეს“ დირექტორის ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, სასტუმროს ერთდროულად 100 სტუმრის მიღება შეუძლია და შენობაში სრულად არის დაცული ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. ამჟამად მიმდინარეობს მეორესართულზე საევაკუაციო გადასავლელის მოწყობის სამუშაოები. შენობაში არის ხმოვანი სიგნალიზაცია, ყველა სართულზე არსებობს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გეგმა, როგორ დერეფანში, ასევე ნომრებში. „კმაყოფილი დავრჩი წყალტუბოში სასტუმროების უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხარისხით. რაც ვნახე შეესაბამება სტანდარტებს, სხვა სასტუროებსაც აქვთ შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან. ვთვლი, რომ პრევენციისთვის უნდა ვიყოთ მზად. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბათუმში, სასტურო „ლეო გრანდში“, გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს “ , – განაცხადა წყალტუბოს მერმა. გრიგოლ იოსელიანთან ერთად სასტუმროების უსაფრთოების წესების მდგომარეობა მერის თანაშემწე ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0