წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდები გადასცეს

25/10/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდები გადასცეს. სპეციალური ხსნარები და შესაბამისი მასალები სოფელ მესხეთში დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივი ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით გორდელაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ დაარიგეს. ცნობილია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადმოეცა 16 500 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 16 500 ცალი აზიური ფაროსანას ფერომონიანი საჭერები, რომლებიც უკვე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს მიაწოდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0