წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს

22/06/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს, 2017 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული უმსხვილესი პროექტების ფარგლებში მიმდინარე გზების რეაბილიტაციის სამუშაოები სოფელ ქვიტირსა და სორმონში დღეს იმერეთის მხარის გუბრნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველ მოადგილესთან პაატა ნადირაძესთან, ვიცე–გუბერნატორ იოსებ ხახალეიშვილთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელ კონსტანტინე მამისეიშვილთან ერთად დაათვალიერა – ,, გზების მოწესრიგება ჩვენი პრიორიტეტია, 542 740 ლარით ფინანსდება სოფელ ქვიტირში გზის რეაბილიტაციის, ხოლო 70 000 ლარით სოფელ სორმონში წმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის პროექტები’’ – აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0