წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაცია დაიწყება

18/01/2018

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საზედამხედველო კომპანიის ,,Eptisa”-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შადრევნის რეაბილიტაცასთან ერთად პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშოც მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0