წყალტუბოში „ახალგაზრდული ფესტივალი 2017“ ჩატარდა

15/07/2017

წყალტუბოს გამგეობის კულტურის სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 14 ივლისს წყალტუბოში „ახლგაზრდული ფესტივალი 2017“ ჩატარდა. „ახალგაზრდული ფესტივლი 2017“ -ს საზეიმო კონცერტი სანატორიუმ „მედეას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. კონცერტის გახსნამდე „შემოქმედების ხეივანში“ ადგილობრივი ხელოვანების მიერ შესრულებული ხელთანკეთი ნივთების, აქსესურების, სუვენირების, ნახატების და ფოტო გამოფენები მიმდინარეობდა. გაიმართა სახალისო სპორტული შეჯიბრებები და პოეზიის საღამო. ახალგაზრდულლი ფესტივალი საერთოდ დილიდან დაიწყო, საქალაქო თაამშებში – CITY-GAME -ში სამი გუნდი ყო ჩართული. ახალგაზრდები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მათთვის დაკისრებულ დავალებებს ასრულებდნენ. საბოლოოდ, გამარჯვებული გუნდი „ელიტა“ გახდა, რომელიც კონცერტის ცერემონიაზე საჩუქრებით დაჯილდოვდა. ასევე დაჯილდოვდნენ სხვა გუნდებიც. ფესტივალის საზიმო კონცერტი გახსნა წყალტუბოს გოგონათა ცეკვის ჯგუფმა , გოგონებმა ფლეშმობი წარმოადგინეს, სანახაობა დაასრულა ტაეკვანდოს სპორტულმა შოუმ. ახლაგაზრდებს ფესტივალის გახსნა მიულოცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა – ცოტნე ზურაბიანმა. საღამო მიჰყავდათ ლადო ჯანელიძე და ლიზი იოსელიანს, წამყვანებმა შეასრულეს ცნობილი ჰიტები, კონცერზე „იუმორის საათი“ მხიარულთა და საზრიანთა კლუბებმა „მაკნატუნამ“ და შარახვეტიებმა წარმადგინეს. კონცერტი ელექტრონული მუსიკით გაგრძელდა. კონცერტზე უკრავდნენ DJ NIKA, DJ TEO CEO მოცეკვავე გოგონებთნ ერთად. კონცერტის ბოლოს, ფესტივალის ორგანიზატორმა, წყალტუბოს მუნციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მაარგანმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის სპონსორს მიკროსაფინანსო ორგანზაცია „კრისტალს“ , კაფე „ნექტარს“, ასევე წყალტუბოს მუნციპალიტეტში მოქმედ ა(ა). ი.პ -ებს, ყველა მონაწილეს სტუმარს. განსაკუთებული მადლობა გადაუხადა შ.ს.ს. წყალტუბოს სამმართველოს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვისა და გულითადი თანადგომისთვის. ახალგაზრდული ფესტვალი 2017 ფეირვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0