წყალტუბოში საერთაშორისო ინფო ტური გაიმართა

20/06/2017

უნიკალური კურორტის წყალტუბოს პოპულარიზაციის, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივების გაცნობის მიზნით დღეს წყალტუბოში საერთაშორისო ინფო ტური გაიმართა, რომელსაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან 10 წამყვანი ტურისტული კომპანიის 12 წარმომადგენელი ესწრებოდა. ვიზიტორები წყალტუბოში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს ყველა ტურისტული ობიექტი, ბალნეოპარკი, სამკურნალო- გამაჯანსაღებელი ცენტრი ..Be Healthy”, #1,2,3 6 აბაზანები, სასტუმროები, ჩაიტარეს სხვადასხვა სამკურნალო პროცედურები, შთაბეჭდილებების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში’’ სს ,,ბალნეოსერვისის’’ ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდის, სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო კომპანია GMT –ისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტატინე მამისეიშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჯემალ ფანცხავა, თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა განიხილეს წყალტუბოში ტურისტებისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, ისაუბრეს უშუალოდ ტურისტის თვალით დანახულ რეალობაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე, იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია წყალტუბოში მკურნალობის, კომფორტულად დასვენებისა და გართობის საუკეთესო პირობების შესაქმნელად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0