წყალტუბოში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიის პროექტი საჯაროდ განხილეს

07/12/2017

წყალტუბოში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიის პროექტი საჯაროდ განხილეს. შეხვედრას იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის წევრები, აპარატის თანამშრომლები, სპორტული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეკრებილები გაეცნენ სტრატეგიის პროექტის ამოცანებსა და მიზნებს, რომელთა წარმატებით შესრულება უზრუნვეყოფს კომიტეტის შედეგიან მუშაობასა და კოორდინირებულ მოქმედებას აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან.
პროექტის შესახებ ისაუბრა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.
სტრატეგიის გრძელვადიანი პროექტი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით. საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, კომიტეტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა 2018 წლის დასაწყისში კომიტეტის მიერ დამტკიცდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0