წყალტუბოში ქუჩებსა და მწვანე საფარზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

04/09/2017

ქალაქ წყალტუბოში, 65200 კვ. მეტრზე, ქუჩებსა და მწვანე საფარზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დეზიფექციასთან ერთად ტარდება ქუჩების დეტარიზაცია და ქვეწარმავლების დაფრთხობის ღინისძიებები.
ამ სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8000-მდე ლარი დაიხარჯა. სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს შპს. „პროგრესი“. როგორც „პროგრესის“ ხელმძღვანელი – გოჩა სახურია აცხადებს, სამუშაოები წყალტუბოს ტერიტორიაზე ხვალითვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0