წყლაწმინდაში ტრადიციული სახალხო ზეიმი აღინიშნა

19/08/2016

19 აგვისტოს ღრმაღელის ადმინისტარციულ ერთეულში შემავავალ სოფელ წყლაწმინდაში ტრადიციული სახალხო ზეიმი აღინიშნა, რომელიც სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების სიმრავლით გამოირჩეოდა. .
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალწმინდის წმ.ირინეს სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა დეკანოზმა მირიან ფირცხალაიშვილმა. სახალხო ზეიმი ღრმაღელის ადმინისტარციულ ერთეულში როინ ჩხარტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირით დაიწყო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დღის სრულყოფილად ჩატარების მიზნით საჩუქრად გადასცა კარის ბადე და ფრენბურთის ბურთები.
ამავე დღეს გაიხსნა აფხაზეთში დაღუპული ამავე ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრი ბიჭების, ნიკა იმნაძის, დათო რამიშვილის, პაატა პაპიძისა და ვაჟა თოდუას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.
ტრადიციულად გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
სახალხო ზეიმის ტრადიციას 1995 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ დღესასწაულში ყოველწლიურად აქტიურად ერთვება ვეტერანთა სახელმწიფოს სამსახურის წარმომადგენელი შოთა ფირცხალაიშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული სამმართველოს უფროსი გელა ბაქანიძე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ღონისძიებას ალამაზებდნენ ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “მხედრები”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0