ჭადრაკი 2017 მოსწავლე – ახალგაზრდებს შორის დასრულდა

28/12/2017

ჭადრაკის ტურნირი მოსწავლე – ახალგაზრდებს შორის დასრულდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ. შეხვედრას ჭადრაკის სკოლა მასპინძლობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულებულები. ჭადრაკი 2017 – ის გამარჯვებული ვაჟებს შორის საბა ალავიძე, ხოლო გოგონათა შორის მარიამ გოცაძე გახდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0