ჭადრაკში გურიის 2016 წლის რეგიონალური ჩემპიონატი დასრულდა

22/11/2016

დღეს ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჭადრაკში XXI გურიის 2016 წლის რეგიონალური ჩემპიონატი დასრულდა. ღონისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე დაესწრო. მასში მონაწილეობას იღებდნენ გურიის რეგიონის მუნიციპალური პირველობების ჩემპიონები, პრიზიორები და მაღალრეიტინგიანი მოჭადრაკეები წრიული სისტემით. I ადგილი დაიკავა გიორგი გოგოლაურმა (ოზურგეთი), II ადგილი – გივი ქორიძემ (ჩოხატაური), III ადგილი – ტარიელ ხუხუნაიშვილმა (ლანჩხუთი), IV ადგილი ნუგზარ გვარჯალაძემ (ლანჩხუთი). ჩემპიონატის ორგანიზატორები გახლდათ გურიის ჭადრაკის ფედერაცია და ქ. ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0