ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაღის გადახურვა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასახლებისათვის პრიორიტეტულ საკითხად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ კი: სკოლამდე მისასვლელი გზის და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელდებოდა. მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ასევე მოეწყობა პანდუსი. სამუშაოს, რომლის ღირებულებაც 55483 ლარია, შპს „აკვედუკი-07“ ახორციელებს. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და უახლოეს პერიოდში, სკოლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობაც დაიწყება.

Visited 261 times, 1 visit(s) today