ჭალადიდში ბაღის გადახურვა მიმდინარეობს

14/09/2017

ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მოეწყობა პანდუსი. სამუშაოს, რომლის ღირებულებაც 55483 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აკვედუკი-07“ ახორციელებს. უახლოეს პერიოდში, ჭალადიდში, მოსახლეობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – სკოლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0