ჭალადიდში დაზიანებული ბორანის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე რიონზე დაზიანებული ბორანის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღდეგნით სამუშაოებს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. 7 დეკემბერს ძლიერი წყალდიდობის შედეგად მდინარე რიონმა ბორანის ბაგირი მოგლიჯა და სამაგრი ბოძები დააზიანა. სწორედ ამ ბორანის საშუალებით უკავშირდება გარესამყაროს 14 ოჯახი. დაზიანებული ბორანის აღდგენა მომავალ კვირას დასრულდება, მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გარესამყაროს მოწყვეტილ 14 ოჯახს მოტორიანი ნავი მოემსახურება.

Visited 188 times, 1 visit(s) today