ჭაობის ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგება აქტიურად მიმდინარეობს

27/05/2016

ჭაობის ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე იგება. 1720 კვმ-ზე დაიგება 7 სმ-იანი მსხვილმარცვლოვანი ასფალტის პირველი ფენა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოეწყო 328 გრძივი მეტრი სანიღვრე სისტემა, 13 ცხაურიანი და 4 საკომუნიკაციო დახურული ჭა. დასრულდა ბორდიურის მოწყობა და მიმდინარეობს მომსამზადებელი სამუშოები ტროტუარზე ფილების დასაგებად.
პარალელურად მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რომლის დასრულების შემდეგ სამუშაოები სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება, სადაც ამჟამად ტროტუარების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის შემდეგ 26 მაისის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყება.
პუშკინის ქუჩისა და მისი გადამკვეთი ქუჩების (ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთები) რეაბილიტაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშოები ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 18 მილიონ 41 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად 25 ქუჩაზე უნდა ჩატარდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0