ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

13/04/2017

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქების სამშენებლო ტრადიციებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით.
სწორედ, ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულუტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0