ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერი წვიმების შედეგად საყრდენი კედელი ჩამოიშალა

26/12/2017

ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერი წვიმების შედეგად საყრდენი კედელი ჩამოიშალა. ადგილზე არსებული ვითარება ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ და მერის მოადგილე – გივი მოდებაძემ დაათვალიერეს. მუნიციპალტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ. პაატა ნადირაძემ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს პირველ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება დაავალა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, შემდგომ კი -კედლის სრულად აღდგენა მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0