ჭიათურაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრებში, ქალაქის მერმა პაატა ნადირაძემ,პირველ მოადგილესთან გივი მოდებაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ინა ასანიძესთან ერთად, ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. სოფელ თაბაგრებში საბავშვო ბაღი ამ დრომდე არ არსებობდა,რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, თანამედროვე სტანდარტების, შშმ პირებზე ადაპტირებული ბაღი აშენდა,რომელიც ასევე, თანამედროვე ინვენტარითაა აღჭურვილი და 30 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები ინდ მეწარმე “შიო გაფრინდაშვილმა“ შეასრულა თაბაგრების ბაღის მშენებლობის ,რემონტისა და ინვენტარის შეძენისთვის 96 ათასი ლარი დაიხარჯა

Visited 202 times, 1 visit(s) today