ჭიათურაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

13/11/2019

ჭიათურაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ კოსტავას ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი მოადგილე დავით ბიწაძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და კონკრეტული დავალებები გასცა. პროექტის მიხედვით ბაგა- ბაღი კაპიტალურად გაკეთდება, მოეწყობა ეზო.
სამუშაოებს შპს „ელიტმშენი“ასრულებს. ბაგა-ბაღის მშენებლობაზე 502280 ლარი დაიხარჯება, მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0