ჭიათურაში, კოსტავას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლაშა გოცაძესთან და მშენებარე ობიექტის ზედამხედველთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მშენებლებს შეხვდნენ და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ამ ეტაპზე ობიექტზე შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ბაღი კაპიტალურად გაკეთდება და მოეწყობა ეზო. სამუშაოებს შპს „ელიტმშენი“ასრულებს. ბაღის მშენებლობაზე 502280 ლარი დაიხარჯება.
ჭიათურაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება
29/03/2020