ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე გარე განათების ქსელის მოწყობა დაიწყო

23/08/2017

ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე გარე განათების ქსელის მოწყობა დაიწყო. პროექტის მიხედვით ნინოშვილის ქუჩაზე მოეწყობა დიოდური განათების ქსელი, ძველი სანათები კი ახალი თანამედროვე ტიპის სანათებით შეიცვლება. ამავდროულად, განათდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა ხიდი.
☑ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 88 888 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0