ჭიათურაში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელოს სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ ჭიათურის მთავარ არქიტექტორთან და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩაზე ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი უნდა აშენდეს.
ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში მიიღებს. ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და მომავალ წელსვე დასრულდება.

Visited 149 times, 1 visit(s) today