ჭიათურაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და სოფლებში კრებები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები და სოფლებში კრებების ჩატარება დაიწყო. დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ციცქიშვილთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვაკევისას, კვახაჯელეთისა და ზოდის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა პრიორიტეტები დაასახელეს. სოფელ ვაკევისას მოსახლეობამ მათთვის გამოყოფილი თანხა წისქვილის მოსაწყობად მიმართა, კვახაჯელეთის მაცხოვრებლებმა კი სასმელი წყლის სისტემის დასრულება და გზის ე.წ მოხრეშვა მოითხოვეს. რაც შეეხება სოფელ ზოდს, აქ ადგილობრივებმა მთავარ პრიორიტეტად ამბულატორიის რეაბილიტაცია მიიჩნიეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში შეხვედრები 4 თებერვალს დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდება. მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები ჩატარდება, შემდეგ კი უშუალოდ პროექტი განხორციელდება.

Visited 102 times, 1 visit(s) today